ოცდაათზე მეტმა ადამიანმა მიმართა საავადმყოფოს დაწესებულებას, გუშინ აზერბაიჯანის ჩრდილო-დასავლეთით მომხადრი მიწისძვრის გამო. ერთი ადამიანი გარდაიცვალა გულის შეტევით. იუწყება ადგილობრივი ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი საფაია აჰმედოვა.
აზერბაიჯანის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სეისმოლოგიურმა ცენტრმა განაცხადა, რომ ზაქათალას რაიონის ტერიტორიაზე მოხდა 5.5 მანგნიტუდის მიწისძვრა. ბიძგები ასევე აღინიშნა საქართველოს, სომხეთისა და დაღესტანის ტერიტორიაზეც. მედიის ცნობით, რამდენიმე კერძო სახლმა მიიღო კედლების დაზიანება.
"ცენტრალურ რაიონის საავადმყოფოში სულ შემოვიდა 31 დაზარალებული. ერთ-ერთი მათგანი, 63 წლის ზაქათალას რაიონის მაცხოვრებელი გარდაიცვალა გულის შეტევით, რომელიც ძლიერი სტრესის გამო იყო პროვოცირებული“ - აცხადებს აჰმედოვა.