რამდენიმე წუთის უკან თბილისში ძლიერი ბიძგები იგრძნობოდა. როგორც დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ცენტრის ვებ გვერდზე განთავსებული ინფორმაციიდან ირკვევა, მიწისძვრის სიმძლავრემ რიხტელის შკალით 5,7 მაგნიტუდა შეადგინა. ეპიცენტრი საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრიდან 15 კმ-ს დაშორებით დაფიქსირდა.