სასაწყობე მეურნეობის მოსაწყობად აჭარის მთავრობა ინვესტორს ეძებს. ამ მიზნით, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ბათუმში, კახაბრის დასახლებაში მდებარე 26 831 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს ყიდის. ობიექტის საწყისი ღირებულება 1,5 მლნ ლარია და მისი გასხვისება 6 ივნისისთვის ჩანიშნულ აუქციონზე იგეგმება.
აუქციონის პირობების თანახმად, აუქციონში გამარჯვებულმა საპრივატიზებო საფასური 2018 25 დეკემბრამდე უნდა გადაიხადოს და ხელშეკრულების გაფორმებიდან 12 ვადაში სასაწყობე მეურნეობა მოაწყობს.
პირობების მიხედვითვე, ინვესტორმა სასაწყობე მეურნეობის მშენებლობაში მინიმუმ 0,5 მლნ ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.