ბუნებრივ მოვლენებზე აქტიური ზემოქმედების ცენტრის მიერ 8 მაისს კახეთის რეგიონში, სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის საშუალებით რეგიონშ სამხრეთ მიმართულებიდან შემომავალი სეტყვასაშიში ღრუბლის მასები განეიტრალდა, საერთო ფართობით 565 კვადრატული კილომეტრი, გასროლილი იქნა რამდენიმე ათეული სეტყვასაწინააღმდეგო რაკეტა.
8 მაისს დღის მეორე ნახევარში ფრონტალური ღრუბლის მასები სამხრეთ მიმართულებიდან შემოვიდა, კრიტიკულ ეტაპზე სეტყვის მოსვლის ალბათობამ 80-100% შეადგინა, მოსალოდნელი მარცვლების ზომა 23 მმ იყო.
18:09 საათიდან 22:40 საათამდე ღრუბლის მასები რამდენიმე ეტაპად დამუშავდა.
აქტიური ზემოქმედების შედეგად ნალექის სრული მასა ექვსივე რაიონში წვიმის სახით ჩამოიცალა.
(NS)