ბათუმის ესტაკადის პროექტის სამუშაოები ახალ ეტაპზე გადავიდა.
მშენებლობა 24 სათიან რეჟიმში მიმდინარეობს და დასკვნითი ეტაპის სამუშაოები ხორციელდება.
ამ ეტაპზე უშუალოდ ესტაკადას ხიდის მშენებლობა მიმდინარეობს, რაც ბურჯებზე ე.წ კოჭების, იგივე ხიდის მალების დალაგებას მოიცავს.
მიმდინარე სამუშაოებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრთან რამაზ ბოლქვაძესთან და მინისტრის პირველ მოადგილესთან დავით მაკარაძესთან ერთად გაეცნო.
პროექტის განხორციელების შესახებ ინფორმაცია მთავრობის წარმომადგენლებს კომპანია "კავკასუს როუდ პროჯექტის" ხელმძღვანელმა პაატა ტრაპაიძემ გააცნო.
ესტაკადის სამშენებლო პროცესში დაახლოებით 80 ადამიანია დასაქმებული.
ბათუმის ესტაკადის მშენებლობა 2018 წლის სექტემბერში უნდა დასრულდეს, თუმცა კომპანია პირველი ეტაპის სამუშაოების დამთავრებას მიმდინარე წლის ივლისში გეგმავს.
ბათუმის ესტაკადის პროექტის ბიუჯეტი - 15 297 410 ლარია
ესტაკადის სიმაღლე - 8,5 მეტრი
ესტაკადის სიგრძე - 800 მეტრი
პროექტი ითვალისწინებს - ესტაკადის, ასევე ნავსადგურისა და ესტაკადის ფუნქციონირებისთვის აუცილებელი 5 დამხმარე გზის მშენებლობას.