მახინჯაურში მსუბუქი ავტომანქანა ქვეითად მოსიარულეებს დაეჯახა.
დაშავდა ბათუმის საზღვაო სასწავლებლის ორი სტუდენტი.
დაშავებულები სასწრაფო დახმარებამ კლინიკაში გადაიყვანა. ექიმების ინფორმაციით, მათ მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებათ.
შსს-ს ცნობით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.