ქედაში, ღვინის სახლთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
ავარიის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ხუთივე პირის ცხედარი ავტომობილიდან სპეციალური ტექნიკის საშუალებით ამოიყვანეს.
არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს სატვირთო და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.