ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 2018 წლის 4 თვეში საქართველოს 2,060,264 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 282,544-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (ზრდა +15.9%)-ია.
იანვარი-აპრილის თვის მაჩვენებლებით იმ უცხოელი მოგზაურების ანუ ტურისტების რიცხვმა, რომლებმაც 24 საათი და მეტი დაჰყვეს საქართველოში 937,370 შეადგინა, რაც 200,409-ით მეტია 2017 წლის იანვარი-აპრილის მაჩვენებელზე (ზრდა +27.2%).