ამერიკელების უმეტესობა აშშ-ის ირანის ბირთვული გარიგებიდან გამოსვლის წინააღმდეგია. ეს შედეგი აჩვენა კომპანია Morning Consult-ის გამოკითხვამ და გაზეთმა Politico.
კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 56% მა მხარი დაუჭირა, რომ აშშ უნდა დარჩეს ირანთან შეთანხმებაში. მხოლოდ 26% აცხადებს, რომ მხარს არ უჭერენ გარიგებას. გამოკითხვაში მონაწილეობას 2 ათასამდე ადამიანი იღებდა.
ირანმა და საერთაშორისო შუამავლების "ექვსეულმა" (რუსეთი, აშშ, დიდი ბრიტანეთი, ჩინეთი, საფრანგეთი, გერმანია), 2015 წლის 14 ივლისს, მიაღწიეს ისტორიული შეთანხმებს ირანის ატომური იარაღის მრავალწლიანი პრობლების დარეგულირების შესახებ. მიღებულ იქნა ერთობლივი ყოვლისმომცველი სამოქმედო გეგმა, რომლის შესრულებაც ირანს უხსნის მანამდე მიღებულ ეკონომიკურ და ფინანსურ სანქციებზე პასუხისმგებლობას, გაეროს უშიშროების საბჭოს, აშშ-სა და ევროკავშირის მხრიდან.
პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დიდ ბრიტანეთთან, გერმანიასთან და საფრანგეთთან დისკუსიის თანახმად, არაუგვიანეს 12 მაისისა განაცხადებს იმის შესახებ, რჩება თუ არა აშშ ერთობლივ ყოვლისმომცველ სამოქმედო გეგმაში ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით.
კანონის ფარგლებში „ირანთან ბირთვული შეთანხმების გათვალისწინებით" ამერიკის ლიდერი ვალდებულია ყოველ 90 დღეს განაახლოს ან არ განაახლოს ირანთან სანქიცების მოხსნის რეჟიმი.