ახალციხეში, ნათენაძის ქუჩაზე 10 წლის ბავშვს მსუბუქი ავტომანქანა ქუჩაზე გადასვლისას დაეჯახა.
დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანა.
ექიმების განცხადებით, ბავშვს ფეხი და ლავიწის ძვალი აქვს მოტეხილი და მას გამოკვლევები უტარდება. მათივე თქმით, დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც მექანიკური ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება და ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე.