გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებულ ლაბორატორიის ხელმძღვანელმა პირებმა მონაწილეობა მიიღეს ბიოლოგიური და გარემო ობიექტების საცავთა საერთაშორისო ასოციაციის (ISBER) მიერ გამართულ სიმპოზიუმში. სიმპოზიუმზე მოხსენებით გამოვიდა ლაბორატორიის დირექტორის მოადგილე, ანა გულბანი და საქართველოში ლაბორატორიის გაძლიერების პროგრამაზე ისაუბრა. წარმოდგენილი იყო პოსტერ-პრეზენტაციები. სიმპოზიუმში მონაწილეობა მიიღეს ევროპის სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებმა და შეხვედრაზე მათ ქვეყნებში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს.
ბიოლოგიური და გარემო ობიექტების საცავთა საერთაშორისო ასოციაციის მიერ ორგანიზებული სიმპოზიუმი ყოველწლიურად ტარდება და მისი მიზანია ევროპის სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლების შეკრება და დარგის სპეციალობების მიხედვით გამოცდილების გაზიარება და ახალი ინფორმაციის მიღება.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებულ ლაბორატორიასა და ბიოლოგიური და გარემო ობიექტების საცავთა საერთაშორისო ასოციაციის შორის თანამშრომლობა რამდენიმე წელიწადია მიმდინარეობს და ცხოველთა დაავადებების ზედამხედველობის საკითხებში გამოცდილების გაცვლას მოიცავს.