ეკატერინბურგის პოლიცია ქალაქში მომხდარ ინციდენტს იძიებს. გამთენიისას კონოთეარტ კიოსმოსში უაზის ტიპის ავტომანქანა შეიჭრა, რომელიც გაზის ბალონებით იყო დატვირთული. აფეთქების შედეგად შენობაში ხანძარი გაჩნდა. ინფორმაცია დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ არ გავრცელებულა.
მანქანის მძღოლი სავარაუდოდ გაიქცა. მისი ვინაობის დადგენა სამართალდამცველებმა უკვე შეძლეს. ის ქალაქ ირბიტის მცხოვრები, 39 წლის ახალგაზრდაა, რომელსაც სავარაუდოდ ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს.