საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ნალბანდოვი ლონდონში იმყოფება.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" საგარეო უწყებიდან აცნობეს, ნალბანდოვმა მომხსენებლის სახით მონაწილეობა მიიღო ვესტმინსტერის უნივერსიტეტში ყოველწლიურ, 22-ე კონფერენციაში "ქართველოლოგიის დღე".
აღნიშნული ღონისძიება საქართველოს საელჩოს თანაორგანიზებით ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო საქართველოს ელჩმა გიორგი ბადრიძემ.