ირანმა აშშ-ს აცნობა, რომ არ ითხოვს ან არ იღებს რაიმე სახის გადასახადს ჰორმუზის სრუტეში მოძრავი გემებისგან. თუ ეს ინფორმაცია მცდარი აღმოჩნდება, მოლაპარაკებები დაუყოვნებლივ დასრულდება, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოვიალურ ქსელში წერს.
„ირანმა აშშ-ს აცნობა, რომ პრობლემების გამომწვევი ყალბი ახალი ამბების საწინააღმდეგო ინფორმაციის მიუხედავად, ირანი არ ითხოვს ან არ იღებს რაიმე სახის გადასახადს ჰორმუზის სრუტეში მოძრავი გემებისგან. თუ ეს ინფორმაცია მცდარი აღმოჩნდება, მოლაპარაკებები დაუყოვნებლივ დასრულდება! გარდა ამისა, აშშ-მა ირანს არანაირი თანხა არ გადასცა და არც მათი გაყინული ფინანსები გაუთავისუფლებია. ჩვენ მათი ფულის ნაწილს, რომელიც სრულად ჩვენ მიერ არის კონტროლირებადი, ჩვენს ფერმერებსა და მეცხოველეებს გავუზიარებთ. ირანში საკვები სასოწარკვეთილად სჭირდებათ და ჩვენ მას მხოლოდ შეერთებული შტატებიდან შევიძენთ“, – წერს დონალდ ტრამპი.