გუშინ, გალის რაიონის სოფელ ოტობაიაში შეიარაღებულმა დაჯგუფებამ გოდერძი კვიტიასა და ალმა თაკალანძეს ოჯახები დააყაჩაღა. ამის შესახებ აფხაზეთის მედია-ცენტრს" გალის რაიონიდან აცნობეს.
არსებული ინფორმაციით, კვიტიებისა და თაკალანძეების ოჯახს გუშინ, გვიან ღამით 10-მდე შეიარაღებული პირი თავს დაესხა. თავდამსხმელებმა ორივე ოჯახიდან ოქროულობა, საყოფაცხოვრებო ნივთები და თანხა გაიტანეს. შეიარაღებულმა პირებმა 1 ტონამდე თხილი უაზის ტიპის ავტომანქანაში ჩატვირთეს და გაურკვეველი მიმართულებით მიიმალნენ.