მარნეულში ცოფიანმა ტურამ ორი ადამიანი დაკბინა. დაკბენილი მარიამ აკოფიანისა და აიგუნა მურადოვას ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია.
დაკბენილები საკუთარ სახლებში იმყოფებიან. მათ ცოფის საწინააღმდეგო აცრები უკვე ჩაუტარდათ.
მარნეულში ტურის მიერ დაკბენილი ძაღლების დასაჭერად კი თბილისიდან ჩასული ძაღლმჭერი ბრიგადები მუშაობენ.