ვუერთდები იმ წუხილსა და გამონათქვამებს, რომელიც ეხება აზერბაიჯანელ ჟურნალისტის საქმეს, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში იანოშ ჰერმანმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, დასაფასებელია საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევა, რომ დაიცვას ადამიანის უფლებების მაღალი სტანდარტი.
"ვუერთდები იმ წუხილსა და გამონათქვამებს, რომელიც ეხება აზერბაიჯანელ ჟურნალისტის საქმეს. ჩვენ ვამბობთ, რომ ის აზერბაიჯანელ ჟურნალისტი და აქტივისტია. ის აზერბაიჯანელია, მაგრამ საქართველოში ცხოვრობდა. ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალყურს და ვიგებთ ინფორმაციას, რომელსაც საზოგადოებას აწვდიან მთავრობა არასამთავრობო ორგანიზაციები, სახალხო დამცველი, პოლიტიკური პარტიები.გვაქვს მოლოდინი არის რომ ფაქტები დადგინდება და ეს საკითხი გაირკვევა.
მოლოდინის გარდა, ჩვენ ძალზე ვაფასებთ საქართველოს ძალისხმევას, რომ დაიცვას ადამიანის უფლებების მაღალი სტანდარტი, განსაკუთრებით ევროკავშირთან თანამშრომლობაში. მჯერა, რომ მთავრობა ამ პრინციპის ერთგული დარჩება. ნამდვილად წუხილს გამოვთქვამთ ამ ფაქტთან დაკავშირებით, ასევე ჩვენ ძალიან დიდი ყურადღებით ვაკვირდებით ამ ფაქტს და იმედი გვაქვს, რომ ბოლომდე იქნება მიყვანილი ეს საქმე. პირველ რიგში, უნდა დადგინდეს ფაქტები სრულად და ამის შემდეგ გახდება შესაძლებელი ნებისმიერი დასკვნის გაკეთება", - განაცხადა ჰერმანმა.