საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ ,,ციანიდის საქმესთან" დაკავშირებულ სასამართლო სხდომაზე სახალხო დამცველისარდაშვება სახალხო დამცველის კონსტიტუციური უფლების შეზღუდვად და დარღვევად შეაფასა.
,,სახალხო დამცველი კონსტიტუციური ვალდებულებაა, რომ დაიცვას მოქალაქეთა უფლებები, აქედან გამომდინარე მას აქვს ძალიან მნიშვნელოვანიუფლებები. როცა სასამართლო სხდომაზე ირღვევა სახალხო დაცველის უფლება, ეს ძალიან სერიოზულ კითხვას აჩენს, კონკრეტულად ამ საქმესთანდაკავშირებით, ისევე, როგორც სასამართლო ხელისუფლების მუშაობის საჯაროობასთან და გამჭვირვალობასთან დაკავშირებით", - განაცხადა ანადოლიძემ.