პრეზიდენტი მზადაა ხელი მოაწეროს კანონს, რომელიც ეროვნულ ბანკს საბანკო ზედამხედველობის ფუნქციას დაუბრუნებს. ეს კანონი ორი წლის წინ ოპოზიციის,სამოქალაქო სექტორისა და მთავრობის მწვავე დაპირისპირების მიზეზი იყო. თუმცა უმრავლესობამ მაინც მოახერხა პრეზიდენტის ვეტოს დაძლევა და კანონის დამტკიცება. ოპოზიციამ ძალაში შესული კანონი საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა და გადაწყვეტილების მიღებამდე კანონის მოქმედება შეჩერებული იყო.
მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი დოკუმენტს ხელს მოაწერს, საბანკო ზედამხედველობის ფუნქცია კვლავ ეროვნულ ბანკს დაუბრუნდება.