იაპონიის მმართველმა პარტიამ საკუთარ ლიდერს უფლებამოსილება გაუგრძელა. ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის სხდომაზე შიდა განაწესი შეცვალეს. მოქმედ ლიდერსა და ქვეყნის პრემიერს უფლებამოსილება 9 წლამდე გაუხანგრძლივეს. არჩევნებში გამარჯვებული პარტიის ლიდერი ავტომატურად ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ხდება, რაც იმას ნიშნავს, რომ სინძო აბე პრემიერის პოსტს 20121 წლამდე შეინარჩუნებს. ძველი სისტემით მას პარტიის ლიდერის უფლებამოსილება მომავალ წელს ეწურებოდა.