პარლამენტში დღეს საგაზაფხულო სესია გაიხსნება. ხვალ კი სესიის პირველი პლენარული სხდომა გაიმართება. მიმდინარე კვირაში დაიწყება სასამართლო რეფორმის შესახებ პრეზიდენტის ვეტოს განხილვაც. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ვეტოს დაძლევა უმრავლესობისთვის პრობლემას არ წარმოადგენს, თუმცა პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებზე ისინი იმსჯელებენ და შესაბამისი არგუმენტაციის შემთხვევაში რეკომენდაციებს გაიზიარებენ. ოპოზიცია კანონპროექტთან დაკავშირებით პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ეთანხმება, თუმცა დაგვიანებულს უწოდებს და ვეტოს დაძლევაში მონაწილეობას არ მიიღებს.