საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ საფრანგეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გამართა ეროვნული ასამბლეის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან ელისაბდ გიგუსთან. კმაყოფილებით აღინიშნა ორ ქვეყანას შორის ჩამოყალიბებული პარტნიორული და მეგობრული ურთიერთობები.
ელისაბედ გიგუმ მიულოცა საქართველოს ევროპარლამენტის გადაწყვეტილება და აღნიშნა საქართველოს წარმატება ევროინტეგრაციის გზაზე. მისი განცხადებით საფრანგეთი ყურადღებით ადევნებს თვალს საქართველოს განვითარებას და ქვეყანაში განხორციელებულ რეფორმებს. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა საფრანგეთის ეროვნულ ასამბლეას ასოცირების შეთანხმების რატიფიცირებასა და ევროინტეგრაციის გზაზე გამოხატული მხარდაჭერისთვის, მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოსა და საფრანგეთის პარლამენტარებს შორის ჩამოყალიბებულ მეგობრულ ურთიერთობებს.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს, მათ შორის საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ ვითარებას. ეროვნული ასამბლეის დეპუტატმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საფრანგეთის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიულ მთლიანობის მიმართ და აღნიშნა რმ საფრანგეთისთვის, ისევე როგორც ევროკავშირის ყველა ქვეყნისთვის მიუღებელია საზღვრების ურღვევობის პრინციპის იგნორირება და ამ მხრივ რუსეთის ფედერაციის ქმედებები საქართველოსა და უკრაინაში.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის წარმატებულ თანამშრომლობას თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში. ელისაბედ გიგუმ მადლობა გადაუხადა საქართველოს უსაფრთხოების სფეროში გაწეული კონტრიბუციისთვის და ხაზი გაუსვა საქართველოს მნიშვნელოვან როლს ევროკავშირის სამშვიდობო მისიებში ცენტრალურ აფრიკის რესპუბლიკასა და მალიში.
მხარეებმა მზადყოფნა გამოთქვეს მომავალშიც ხელი შეუწყონ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის განვითარებას სხვადასხვა სფეროში, მა შორის აღინიშნა მზარდი პოტენციალი ეკონომიკის, ტურიზმის, ინფრასტრუქტურის და სოფლის მეურნეობის მიმართულებით. აღინიშნა განათლების სფეროში არსებული თანამშრომლობის კარგი დინამიკა.
მიხეილ ჯანელიძემ საფრანგეთის ეროვნულო ასამბლეის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე საქართველოში მოიწვია. თავის მხრივ ელისაბედ გიგუმ მადლობა გადაუხადა მიხეილ ჯანელიძეს ეროვნული ასამბლეაში სტუმრობისთვის და მნიშვნელოვანად შეაფასა ვიზიტის ფარგლებში 8 თებერვალს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის საჯარო გამოსვლა.