„საკონსტიტუციო უმრავლესობა არ ნიშნავს იმას, რომ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე ძალაუფლება ხელში გაქვს“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ტელეკომპანია „იბერიასთან“განაცხადა.
"პირიქით, ასეთ ვითარებაში შენ უნდა გინდოდეს კონსულტაციები და თანამშრომლობა. თუნდაც ცოტა უკან გახედვით და „ნაციონალური მოძრაობის“ გახსენებით, „მოქალაქეთა კავშირის“ შეცდომების გახსენებით. სადამდე მივყავარ ასეთ იზოლაციურ პოლიტიკას, რამდენად პრობლემურია ეს ქვეყნისთვის. პრემიერთან იმ დოზით მაქვს კონსულტაციები რა დოზითაც არის საჭირო. საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით კი ჩაშლილი კონსულტაციაა", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა".