რუსთავი2-ის ფუნქციონირება მნიშვნელოვანია ჩვენი სახელმწიფოებრიობისთვის, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ტელეკომპანია ,,იბერიასთან“ ინტერვიუში.
მისი თქმით, რუსთავი2- ის საქმე განსაზღვრავს, როგორი იქნება ქვეყნის დემოკრატიულობის მაჩვენებელი.
,, ეს სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი პროცესია და არა მარტო ქვეყნის შიგით არსებული ემოციებით. რუსთავი2-ის ფუნქციონირება მნიშვნელოვანია ჩვენი სახელმწიფოებრიობისთვის, არა მხოლოდ შიგნით არსებული პროცესიდან გამომდინარე, არამედ მე ვსაუბრობ რაც ათეულობით შეხვედრის დროს მესმის. ფაქტიურად არ ყოფილა შეხვედრა, სადაც არ უთქვამთ,რომ ჩვენი დემოკრატილობის ერთ-ერთი მთავარი მაჩვენებელი იქნება, როგორ გადაწყდება რუსთავი 2-ის გარშემო პროცსები და არამხოლოდ რუსთავი2 მედიაგარემო,“- განაცხადა მარგველაშვილმა.