„თავისუფალი დემოკრატების” ყოფილი წევრი გია ცაგარეიშვილი გარემოს დაცვის მინისტრის მთავარ მრჩევლად დაინიშნა. აღნიშნულ თანამდებობაზე მოვალეობის სესრულებას ის 20 იანვრიდან შეუდგა. ცაგარეიშვილის თქმით, შეთავაზება აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშვნასთან დაკავშირებით პირადად მინისტრისგან მიიღო.
გია ცაგარეიშვილი მერვე მოწვევის პარლამენტში გარემოს დაცვის კომიტეტს ხელმძღვანელობდა.
გია ცაგარეიშვილმა პარტია თავისუფალი დემოკრატები ზურაბ აბაშიძესთან, ვიქტორ დოლიძესთან და დავით ონოფრიშვილთან ერთად საპარლამენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ დატოვა.