საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებითსტუდენტებს უმასპინძლა. სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს მთავარი პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს პროკურორი სალომე შენგელია შეხვდა და მათ ოჯახში ძალადობის წინააღმდეგბრძოლის საკითხებზე, ამ მიმართულებით არსებულ გამოწვევებსა და პროკურატურის მიერ განხორციელებულღონისძიებებზე ესაუბრა. მონაწილეები გაეცნენ: ოჯახში ძალადობის, ოჯახური დანაშაულის, ქორწინების იძულების, 16 წლის ასაკს მიუღწეველ პირთან სქესობრივი კავშირის დამყარებისა და სხვა სამართლებრივ საკითხებს. ასევე, საუბარი შეეხო პროკურორთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და მსგავსი დანაშაულების თემებზე პროკურორების მიერ მოსახლეობასთან ჩატარებულ საინფორმაციო შეხვედრებს. შეხვედრის ბოლოს გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ გადაღებული დოკუმენტური ფილმის ჩვენება და განხილვა მოეწყო.
ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე ყოველი წლის 10 დეკემბერს, მას შემდეგ აღნიშნება რაც 1948 წელს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დეკლარაცია იქნა მიღებული. ადამიანის უფლებათა დაცვა საქართველოს პროკურატურის უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს. აღნიშნული მიმართულებით საზოგადოებრივი პროექტების განხორციელება და ახალგაზრდა თაობის სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება, მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.