უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ უარყო Bloomberg-ის ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვოლოდიმირ ზელენსკის მოსკოვში ჩასვლა და ვლადიმირ პუტინთან ომის დასრულების საკითხზე მოლაპარაკება შესთავაზა, თუმცა უკრაინის პრეზიდენტმა შეთავაზებაზე უარი თქვა.
როგორც უკრაინულ მედიას ვოლოდიმირ ზელენსკის მრჩეველმა დმიტრო ლიტვინმა განუცხადა, ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.
„ეს არასწორი ინფორმაციაა“, - განაცხადა ლიტვინმა.
მანამდე Bloomberg-მა, ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით, დაწერა, რომ ტრამპმა ზელენსკის 22 სექტემბერს, ნიუ იორკში გამართული შეხვედრისას გ მოსკოვში ჩასვლას და პუტინთან ომის დასრულების საკითხზე მოლაპარაკება შესთავაზ, რაზეც უკრაინის პრეზიდენტმა უარი თქვა.