26 სექტემბრის ღამით რუსეთის ძალებმა დრონებით ზაპოროჟიეს შეუტიეს. თავდასხმის შედეგად ქალაქში ხანძარი გაჩნდა და საცხოვრებელი სახლები დაზიანდა. ერთ-ერთ რაიონში რუსულმა დრონმა კერძო სახლს დაარტყა, რის შედეგადაც შენობა მთლიანად დაინგრა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
სახლში ოთხი ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის ბავშვი. თავდასხმის შედეგად დაშავდა 4 წლის ბიჭი და 45 წლის კაცი. მაშველებმა ნანგრევებიდან ორი ქალის ცხედარი ამოიყვანეს.
თავდასხმის შედეგების შესახებ ზაპოროჟიეს ოლქის თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარემ, ივან ფიოდოროვმა განაცხადა. ქალაქში ასევე დაზიანდა სხვა შენობები და ხანძარი გაჩნდა ბაზრის ტერიტორიაზე.
თავდასხმის შედეგად ასევე დაზიანდა საცხოვრებელი სახლი და არასაცხოვრებელი შენობა. გარდა ამისა, ხანძარი გაჩნდა ერთ-ერთ ადგილობრივ ბაზარში.
უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, 26 სექტემბრის ღამეს, რუსეთის ძალებმა უკრაინის წინააღმდეგ 173 დამრტყმელი უპილოტო საფრენი აპარატი გამოიყენეს. მათ შორის იყო „შაჰედის“ ტიპის დრონები, რომელთაგან 50-ზე მეტი რეაქტიული იყო, ასევე „ჰერბერას“ და „პაროდიის“ ტიპის დრონები-იმიტატორები.
წინასწარი მონაცემებით, 07:30 საათისთვის უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა მტრის 134 დრონის ჩამოგდება ან ჩახშობა შეძლეს.