კიევში, პეჩერსკის რაიონში, მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსზე რუსული დრონის დარტყმის შედეგად დაღუპული 14 წლის მოზარდი ისრაელის მოქალაქე იყო. მისი დედა დაშავდა.
„ვგმობთ კიევზე რუსეთის ბოლო თავდასხმებს, რომელთა შედეგადაც გასულ ღამეს ისრაელის 14 წლის მოქალაქე დაიღუპა, 20 ადამიანი კი, მათ შორის ბიჭის დედა, დაშავდა“, - განაცხადა ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრომ.
უწყებამ სამძიმარი გამოუცხადა დაღუპული მოზარდისა და კიევზე და უკრაინის სხვა ქალაქებზე ბოლო თავდასხმების შედეგად დაღუპულთა ოჯახებს, დაშავებულებს კი სწრაფი გამოჯანმრთელება უსურვა.
კიევზე რუსეთის თავდასხმის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა და 46 დაშავდა.