10 დეკემბერს, არასამთავრობო საქველმოქმედო ორგანიზაცია „საქართველოს ამერიკელი მეგობრები“ (AFG) გარდენ ჰოლში გამართავს საქველმოქმედო გალა საღამოს. ღონისძიების მიზანია-საქართველოში ფილანტროპიის ტრადიციის აღდგენა და რისკის ქვეშ მყოფი ბავშვების და მოხუცების დახმარება.
საქველმოქმედო საღამოს შდეგად შეგროვებული თანხა მთლიანად მოხმარდება ორ საქველმოქმედო პროექტს: ძეგვის თავშესაფარის რეკოსნტრუქციისა და პალიატიური მზრუნველობის შინ მოვლის სამსახურის გაფართოებას, რომელიც თბილისში, ფერისცვალების მონასტერთან არსებობს და ასობით უმწეო მოხუცს ეხმარება.
საქველმოქმედო საღამოში მონაწილეობას მიიღებენ სამთავრობო და არასამთავრობო ორგაიზიცების, დიპლომატიური მისეიბის, მსხვილი ბიზნეს კორპორაციების წარმომადგენლები. საღამო ყველა დაინტერესებულ პირს მისცემს საშუალებას ჩაერთოს ქვეყნისათვის ამ ორი უმნიშვნელოვანესი სოციალური პრობლემის გადაწყვეტაში.
საღამოს მხარდამჭერები და სპონსორები ამ ეტაპისთვის არიან: აშშ-ს საელჩო საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში. გალა ღონისძიების გენერალური სპონსორია Petrocas Energy Group, ოქროს სპონსორი-Adjara Group Hospitality, კორპორატიული სპონსორები:Deloitte, BDO, EY, DLA Piper, Dechert, Gvinadze & Partners, TBC და სხვა.
საქართველოს ამერიკელი მეგობრები (AFG) არის არასამთავრობო, არაკომერციული, აპოლიტიკური საქველმოქმედო ამერიკული ორგანიზაცია. ფონდის დამფუძნებლები არიან ქართველი ემიგრანტების შთამომავლები-კონსტანტინე სიდამონ ერისთავი და მარუსია ჭავჭავაძე. ორგანიზაციის მისიაას წარმოადგენს ჰუმანიტარულოი საქმიანობა და ფილანტროპიის პროპაგანდა. ორგანიზაცია 1994 წლიდან ახორციელბს ჰუმანიტარულ, საგანმანათლებლო, სოციალურ, სამედიცინო და გარემოსდაცვით პროექტებს. უკანასკნელი ოცი წლის განმავლობაში AFG დახმარებას უწევდა საქართველოში რისკის ქვეშ მყოფ ჯგუფებს- უმწეო მოხუცებსა და სიმსივნითა და ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს., მზრუნველობა მოკლებულ და ე.წ. ქუჩის ბავშვებს, მარტოხელა დედებს. ამასთან ერთად ორგანიზაცია ხელს უწყობს ქართული კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებასა და პოპულარიზაციას.