რამდენიმე წუთის წინ, დედოფლისწყარო-სიღნაღი-თბილისის დამაკავშირებელ ავტომაგისტრალზე, სოფელ ბოდბეს მიმდებარე ტერირიტორიაზე, ,,კამაზის" მარკის სამხედრო ავტომობილი ამოტრიალდა, რომელშიც 20-მდე სამხედრო მოსამსახურე იმყოფებოდა. 2030-ის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად 1 ჯარისკაცი ადგილზე გარდაიცვალა, 10-მდე მძიმედ დაშავებული სამხედრო კი ამ დროისთვის სასწრაფო სამედინიცო დახმარების ბრიგადებს დედოფლისწაროს საავადმყოფოში გადაჰყავთ. ადგილზე ამ დროისთვის მობილიზებულია სამაშველო სამსახურის ბრიგადები.
როგორც დედოფლისწაროს მუნიციპალიტეტის გამგებელი ნიკა ჯანიაშვილი 2030 news-თან აცხადებს, შემთხვევა გზის მოსახვევში მოხდა, სადაც მძღოლმა სავარაუდოდ საჭე ვერ დაიმორჩილა და ავტომობილი ამოტრიალდა.
,,დაახლოებით 10-მდე სამხედრო იყო მძიმე მდგომარეობაში, თუმცა ჩვენ ამ წუთებში ყველა ჯარისკაცი პროფილაქტიკის მიზნით მაინც გადაგვყავს საავადმყოფოში. შემთხვევის მიზეზებს ალბათ შესაბამისი უწყება დაადგენს“,- აცხადებს ჯანიაშვილი.