თურქეთი ერაყის ქალაქ მოსულის გასათავისუფლებლად დაწყებულ ოპერაციაში ერთვება. გაზეთ „მილიეთის“ ინფორმაციით, ანკარამ ისლამისტთა წინააღმდეგ საბრძოლველად ეფ-16 და ეფ-4 ტიპის 16 მოიერიშე თვითმფრინავი გამოყო. მანამდე თურქეთის პრემიერ-მინისტრმა ბენალი ილდირიმა განაცხადა, რომ მოსულში თურქული ავიაცია კოალიციის ძალებთან ერთად იმოქმედებს. მოსულის გასათავისუფლებლად მასშტაბური სამხედრო ოპერაცია 17 ოქტომბერს დაიწყო. ისლამური სახელმწიფო ერაყის სიდიდით მეორე ქალაქს 2014 წლიდან აკონტროლებს.