თურქეთში ანტიტერორსიტული ოპერაცია ჩატარდა. ანკარის გარეუბანში სამართალდამცავებმა დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირში ეჭვმიტანილი მამაკაცი დააკავეს. სამართალდამცავების თქმით, ეჭვმიტანილი თურქეთის დედაქალაქში ტერაქტების სერიას გეგმავდა. დაკავებულის საცხოვრებელ ბინაში დიდი ოდენობით იარაღი და ასაფეთქებელი მოწყობლობები აღმოაჩინეს.