მძევალთა დრამა გერმანიაში. ქალაქ დიურენში უცნობმა შეიარაღებულმა მამაკაცმა ცეცხლი გახსნა. ინციდენტი მსხვერპლით დასრულდა. დაღუპულია ერთი ადამიანი. სროლის ხმა ქალაქის ცენტრში მდებარე სილამაზის სალონთან ისმოდა. სააგენტო როიტერის ინფორმაციით, თავდამსხმელმა სალონში მძევალიც აიყვანა. პოლიციამ შენობა ალყაში მოიქცია. სამართალდამცავებმა ორმხრივი სროლისას შეიარაღებული მამაკაცის ლიკვიდირება შეძლეს. ცნობილი ხდება ისიც, ომ გერმანიის რამდენიმე ქალაქში ანტიტერორისტული ოპერაცია ჩატარდა. პოლიციამ ტერორისტებთან კავშირში ეჭვმიტანილი მამაკაცი დააკავეს.