დღეს, დილიდან წყნეთში წვიმასთან ერთად თოვლიც მოვიდა. სინოპტიკოსების ცნობით, საქართველოში 20 ოქტომბრიდან გამოიდარებს, მანამდე არამდგრადი ამინდები უახლოეს დღეებში შენარჩუნდება.
რაც შეეხება დასავლეთ საქართველოს, დღეს უნალექო ამინდია მოსალოდნელი, შესაძლებელია გაძლიერდეს აღმოსავლეთის ქარი. კვლავ ნალექია მოსალოდნელი აღმოსავლეთ საქართველოში, მაღალ მთაში თოვლის სახით. რაც შეეხება თბილისს, სინოპტიკოსები ნალექს ვარაუდობენ და ჰაერის ტემპერატურა 8 გრადუსამდე გათბება.