თბილისში დათვს ეძებენ. დათვის ბელი იყალთოს ქუჩაზე ადგილობრივებმა შენიშნეს და ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოში დარეკეს. სამძებრო სამუშაოები ბახტრიონზე გვიან ღამით დაიწყო, მაგრამ დათვი ვერ იპოვნეს. როგორც მონიტორინგის სააგენტოს დირექტორი ამბობს, ცხოველის დაკარგვას არც ზოოპარკში ადასტურებენ და არც ცირკში.