ბრიტანეთი იმ ქვეყნების ხუთეულში უკვე აღარ ირიცხება, სადაც საინვესტიციოდ მიმზიდველი გარემოა. საკონსულტაციო კომპანია „ერნსტ ენდ იანგის“ შეფასებით, საფინანსო მიმზიდველობა ბრიტანეთმა ევროკავშირიდან გასვლის გადაწყვეტილებით დაკარგა.ანალიტიკოსთა აზრით, პოტენციურ ინვესტორებს, პირველ რიგში, ბრექსიტის გამო გაურკვევლობა აშინებთ, რასაც სხვა გეოპოლიტიკური ცვლილებებიც ემატება, მათ შორის, ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნების გავლენაც. ამჟამად ბრიტანეთი საინვესტიციო რეიტინგში მეშვიდე ადგილს იკავებს. მას წინ უსწრებს შეერთებული შტატები, ჩინეთი, გერმანია, კანადა, საფრანგეთი და იაპონია.