ქარხნის სახურავზე დათვის გამოჩენამ რუმინულ ქალაქ სიბიუში ნამდვილი პანიკა გამოიწვია. შეშინებულმა მოსახლეობამ პოლიცია გამოიძახა. ადგილზე სახანძრო ბრიგადა და ზოოპარკის ადმინისტრაციის ტანამშრომლები მივიდნენ. ევროპული მურა დათვის ბელის ტრანკვილიზატორით დაძინებას ვეტერინარი შეეცადა, მაგრამ უშედეგოდ, რის შემდეგაც დათვი პოლიციელებმა მოკლეს. ბელი ქალაქში სავარაუდოდ ტყიდან ჩავიდა.