მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩის წინ ერაყის ნაკრების ფეხბურთელებმა მსხვერპლშეწირვა შეასრულეს. მათ საჯარო სივრცეში თხა დაკლეს.
ერაყელებმა შესარჩევი ციკლი ცუდად დაიწყეს. მათ ავსტრალიასთან, იაპონიასა და საუდის არაბეთთან წააგეს. ერაყელები იმედოვნებენ, რომ მათ უიღბლობას მსხვერპლშეწირვა უშველის.