უკრაინის უმაღლესი რადის დეპუტატი ნადეჟდა სავჩენკო რუსეთთან მკაცრი სავიზო რეჟიმის დაწესების ინიციატივით გამოდის. მისივე თქმით, უკრაინის მოქალაქეები რუსეთში სამუსაოდ არ უნდა მიდიოდნენ.
„სავოზო რეჟიმი ჩვენი ხალხის დაცვაში დაგვეხმარება. ჩვენი მოქალაქეები ფულის საშოვნელად მტრულ ქვეყანაში არ უნდა დადიოდნენ. ყველამ თავის ქვეყანაში უნდა იმუშაოს. სამშობლოში უნდა დაბრუნდნენ ის ადამიანები, ვისაც უკრაინაში ყოფნა სურთ,“-აცხადებს სავჩენკო.