ერაყში მორიგი ტერორისტული აქტი განხორციელდა. თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი ბაღდადში, ელ-ამილის დასახლებულ რაიონში აიფეთქა. აფეთქების შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა, 20-მდე კი დაშავდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ ადგილობრივ რადიკალურ დაჯგუფებას არ აუღია.