პოლონელი ქალები აბორტის აკრძალვას აპროტესტებენ. ე.წ. „შავი ორშაბათის“ აქცია ვარშავასა და ქვეყნის დიდ ქალაქებში გაიმართა. აქციის მონაწილეებმა დღეს სამსახურში გასვლასა და საოჯახო საქმეების შესრულებაზე უარი თქვეს. იმ შემთხვევაში, თუ ქვეყნის სეიმი აბორტების აკრძალვის შესახებ მომზადებულ კანონპროექტს დაუჭერს მხარს, ისინი პერმამენტული აქციებით იმუქრებიან.