ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი, აცხადებს, რომ ოლიმპიელების ჩაცმულობაზე მუშაობისას ყურადღება ეროვნულ დეტალებზე გავამახვილეთ, რაზეც კომპანია ,,სამოსელი პირველმა“ იზრუნა.
,,ჩვენი შეკვეთა ,,სამოსელი პირველმა“ შეასრულა. ჩემი აზრით, გოგონებიც და ბიჭებიც კარგად გამოიყურებიან და აღლუმზე გამოსვლის დროს გამოჩნდება, რომ ეს ჩვენი ნაციონალური ორნამენტებით მორთული ფორმაა. ოლიმპიადის დაწყებამდე რამდენიმე დღეა დარჩენილი და იმედიანად ვართ განწყობილები, რადგან ოლიმპიურ ციკლში კარგი შედეგები გვქონდა.39 სპორტსმენით წავრსდგებით ოლიმპიადაზე, რაც სარეკორდო მაჩვენებელია. არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ ოლიმპიადაზე საქართველოს სახელით 9 ქალი გამოვა, რაც ასევე რეკორდია. ჩვენ მხრივ ყველაფერი გავაკეთეთ და ახლა უკვე სპორტსმენებზეა დამოკიდებული ყველაფერი”, -
აცხადებს ხაბელოვი.