გერმანიის პარლამენტში პირველი მსოფლიო ომის დროს ეთნიკური სომხების მასობრივ მკვლელობასთან დაკავშირებით კენჭისყრა ჩატარდება. 
დეპუტატები გადაწყვეტენ, იყო თუ არა 1915 წლის მოვლენები სომხების გენოციდი. 
თურქეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, გერმანიის პარლამენტის გადაწყვეტილება იქნება ტესტი ორი ქვეყნის ურთიერთობებისთვის.
კენჭისყრამდე ერთი დღით ადრე, გერმანიაში მცხოვრებმა თურქებმა ბუნდესტაგთან აქცია გამართეს და განაცხადეს, რომ გენოციდთან დაკავშირებული ბრალდებები უსაფუძვლოა.