"მომწონს ეს შენ გეხება“, იმიტომ, რომ ეს ჩვენ გვეხება”, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ კამპანია ,,ეს შენ გეხება” წევრებთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებტან განაცხადა.
"მომწონს ეს შენ გეხება, იმიტომ, რომ ეს ჩვენ გვეხება. კარგია, რომ ასეთ თემებზე აქტიურობაა. მათ მიერ მომზადებული სამი კანონპროექტი განვიხილეთ. ერთი, რომელიც ეხება უშიშროების სამსახურზე საპარლამენტო კონტროლის გაძლიერების მექანიზმებს, მეორე ეხება მოსმენების თემას, რაზეც საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო, რომ 2017 წლის მარტიდან ის მოდელი, რომელიც დღეს კანონშია ძალას დაკარგავს, პარლამენტი ვალდებული ვათ, რომ შესაბამისი ზომები მივიღოთ“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
მისივე თქმით, შეხვედრაზე დამოკიდებელ საგამოძიებო ორგანოს შექმნაზეც ისაუბრეს, რის შესახებაც პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ საინტერესოა, თუმცა უფრო რთული და კარგად შესასწავლი თემაა.