საქართველოს მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის განცხადებით, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N8 საპყრობილის ყოფილი დირექტორის ალექსანდრე მუხაძის და გია უდესიანის მიმართ გატარდება ყველა შესაბამისი ღონისძიება, რათა ისინი წითელი ცირკულარით იყვნნენ საერთაშორისო ძებნილთა სიაში.
"პირველ რიგში მე მინდა გითხრათ, რომ მუხაძე სხვა საქმეებზეც არის ბრალდებული და საერთაშორისო ძებნილი. ეს საქმეები ძირითადად ეხება არასათანადო მოპყრობის ფაქტებს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. შესაბამისად ამ ეტაპზე პირველ რიგში უნდა ჩატარდეს აღკვეთი ღონისძიების პროცესი, რის შემდგომაც გატარდება შესაბამისი ღონისძებები საერთაშორისო ძებნათან დაკავშირებით. რათა ხსენებული პირები იყვნენ წითელი ცირკულარით საერთაშორისო ძებნაში”, - განაცხადა ირაკლი შოთაძემ.
შეგახსენბთ, რომ ბიზნესმენ ბესარიონ ხარძიანის წამებისა და ქონების გამოძალვის ფაქტზე, ალექსანდრე მუხაძის და გია უდესიანის მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.