,,ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნუგზარ წიკლაური, გიორგი ვაშაძის მიერ პარტიის დატოვებას ეხმაურება და აცხადებს, რომ არ არსებობს არცერთი არგუმენტი, რომელიც მის ნაბიჯს გაამართლებს.
"არ არსებობს არცერთი მიზეზი, არცერთი არგუმენტი, რომელიც გიორგი ვაშაძის ნაბიჯს გაამართლებს; ეს გადაწყვეტილება არის გამიზნული ქმედება მიშა სააკაშვილის და ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ და ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ ივანიშვილის პოლიტიკურ ინტერესს",- წერს წიკლაური სოციალურ ქსელში.
გიორგი ვაშაძემ ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” დატოვა და ახალ პოლიტიკურ მოძრაობას ქმნის. მისი თქმით, ”ნაციონალური მოძრაობისგან” ამომრჩეველი ელოდა ახალ ინიციატივებს, რაც არ განხორციელდა და პარტია დახურულ, კაბინეტურ სისტემად ჩამოყალიბდა. რაც შეეხება ენმ-ს, პარტიაში აცხადბენ, რომ გიორგი ვაშაძე საარჩევნო სიის პირველ ათეულში ვერ მოხვდა და ამის გამო მიიღო უპასუხისმგებლო გადაწყვეტილება.