„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი დავით ბაქრაძე მიიჩნევს, რომ პარლამენტმა დღეს ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი დოკუმენტი მიიღო. მისი თქმით, ეს დოკუმენტი ძალიან დაეხმარება საქართველოს საკითხის განხილვას ევროპარლამენტში.
,,მომავალ კვირაში ევროპარლამენტში საქართველოს ვიზა ლიბერალიზაციის საკითხთან დაკავშირებით იწყება საკომიტეტო განხილვა, ამიტომ მნიშვნელოვანია ის დოკუმენტი, რომელიც დღეს პარლამენტში მივიღეთ. ეს დოკუმენტი ძალიან დაეხმარება საქართველოს განხილვას ევრო პარლამენტში. ცალსახაა და პოზიტიურად ვაფასებ, როგორც თვითონ რეზოლუციას, ასევე იმ ფაქტს რომ, უმრავლესობამ გაიზიარა ჩვენი პოზიცია. საბოლოოდ ჩვენ შევთანხდმით შეჯერებულ ტექსტზე. მომავალშიც, ამ კედლებში, ხანდახან მაინც მოვახერხოთ ხოლმე ვიმოქმედოთ სახელმწიფო ინეტერესებიდან გამომდინარე და არ გადავაყოლოთ ყველაფერი პარტიულ დაპირისპირებას. დღეს, ამის ნათელი მაგალითი იყო. მხარს ვუჭერ და მიმაჩნია, რომ დღეს აქ გადაწყდა მნიშვნელოვანი საქმე ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის.“- განაცხადა დავით ბაქრაძემ
პარლამენტმა ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით, "ნაციონალური მოძრაობის" მიერ ინიცირებული ერთობლივი მიმართვა 89 ხმით მიიღო.