“ავერსის კლინიკამ” ტექნიკური გადაიარღების პროცესი დაიწყო და სამედიცინო დაწესებულება უახლესი თაობის ჯენერალ–ელეკტრიკის (GE) ექოსკოპის აპარატებით აღჭურვა.
„ავერსის კლინიკას“ აქვს იმის საშუალება, რომ გარკვეული პერიოდულობით ტექნიკის გადაიაღარება მოახდინოს. წელს მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ უკვე არსებული აპარატურა შეგვეცვალა და ის უფრო თანამედროვე აპარატურით ჩაგვენაცვლებინა. გამოვაცხადეთ ტენდერი. ტენდერის მსვლელობის დროს ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ კომპანია „ჯენერალ–ელეკტრიკმა” გამოუვა ახალი აპარატურა, რომელიც წარმოებაში 2015 წელს ჩაეშვა. დამფუძნებელთან შეთანხმებით მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ეს აპარატურა შეგვეძინა. მსგავსი აპარატურა მსოფლიოს ჯერ მხოლოდ რამდენიმე წამყვან კლინიკაშია დამონტაჯებული“, აღნიშნა „ავერსის კლინიკის“ გენერალურმა დირექტორმა დიმიტრი ჯორბენაძემ.
კლინიკის ხელმძღვანელის განმარტებით, ,ავერსის კლინიკამ“ სამი უახლესი თაობის ექოკოპის – voluson E10 აპარატი უკვე დაამონტაჯა კლინიკაში და პაციენტების მიღებაც დაიწყო.
3 აპარატის შეძენა კლინიკას 400 ათასი დოლარი დაუჯდა, თუმცა იანვრის ბოლომდე „ავერსი“ პროექტის ფარგლებში ინვესტიციის ზრდას 800 ათას დოლარამდე გეგმავს, რაც დამატებით კიდევ 3 აპარატის შემოტანას გულისხმობს.
„ავერსის კლინიკაში“ ინვესტიციების ზრდაზე ამახვილებს ყურადღებას „ავერსის“ დამფუძნებელი პაატა კურტანიძეც, რომელიც განმარტავს, რომ 2016 წლის პირველი ნახევრისთვის კლინიკისთვის დამატებით 5 აპარატის შეძენა მოხდება.
„ავერსის კლინიკაში“ გაქვს სიახლე, დავამონტაჟეთ ახალი აპარატურა, რომელიც ჯერ მხოლოდ მსოფლიოს რამდენიმე კლინკაშია დამონტაჯებული. ჩვენთვის მნიშვენლოვანია, რომ ქართველ პაციენტებს სწორედ ამ ახალი აპარატურით მოვემსახურებით“, აღნიშნა კურტანიძემ.
მისივე განმარტებით, კლინიკაში ახალი აპარატურით მომსახურეობით ტარიფები არ შეიცვლება და იგივე დარჩება.
აღსანიშნავია, რომ „ავერსის კლინიკაში“ ექოსკოპიური მომსახურების ტარიფი 35 ლარიდან იწყება.
რატომ არის ეს აპარატები მსოფლიოში საუკეთესო:
*ახალი ინოვაციური პლატფორმა და სრულიად განახლებული პროგრამული უზრუნველყოფა, რამაც საგრძნობლად ააჩქარა როგორც 2D ვიზუალიზაცია, ასევე 4D რეკონსტრუქცია;
* სრულიად ახალი დიზაინი - 23“ მაღალი გარჩევადობის (FULL HD) ფერადი თხევად-კრისტალური მონიტორი;
* მაღალი ხარისხის ვიზუალიზაცია და ნაყოფის სრულიად რეალისტური სურათის დანახვა.
ამ აპარატის საშუალებით ხდება ნაყოფის შიდა და გარე ანატომიური სტრუქტურების შესწავლა გაფართოვებულ რეჟიმში. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პირველ ტრიმესტრში, როდესაც ექიმები აფასებენ ნაყოფის ტვინის, კიდურების, თავის ქალის და სახის კუნთების ჩამოყალიბებას.
* სრულიად ახალი რევოლუციური რეჟიმი SonoRender Live, რომელიც ავტომატურ რეჟიმში პოულობს ნაყოფის კიდურების და სახის საზღვრებს და გამოჰყავს მოცულობითი გამოსახულება 4D რეჟიმში, არტეფაქტების გარეშე.
*4D რეჟიმში ნაყოფის გულის გამოკვლევის სპეციალიზირებული პროგრამა.