29 ოქტომბერს მსოფლიო ინსულტის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით იმერეთის რეფერალურ ჰოსპიტალში ინსულტის პრევენციის მიზნით უფასო სამედიცინო კონსულტაციები გაიმართება.
აქციის ფარგლებში პაციენტები შეძლებენ ნევროლოგის, კარდიოლოგის და თერაპევტის უფასო კონსულტაციების მიღებას, ასევე ჩატარდება საძილე არტერიების დოპლეროგრაფია და საჭირო ლაბორატორიული კვლევები. საჭიროების შემთხვევაში მოხდება მძიმე პაციენტების შემთხვევების განხილვა გერმანიაში, ქალაქ უნას ევანგელისტური საავადმყოფოში მოღვაწე ნევროლოგთან – ზაზა ქაცარავასთან.
სამედიცინო კონსულტაციები 29 ოქტომბერს 10:00 სთ-დან 15:00 სთ-მდე გაგრძელდება. მის: ოცხელის ქ. N2.